ნებისმიერი საერთაშორისო ტრიბუნა, სადაც საუბარი იქნება 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის როლი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობა - ერთიანობის" წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღითი დღე კიდევ უფრო ნათელი ხდება ის სპეცოპერაცია, რომელიც 26 ოქტომბერს ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ".

"ნებისმიერი საერთაშორისო ტრიბუნა, სადაც საუბარი იქნება 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის როლი, რომელმაც თქვა არაერთხელ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არის მიტაცებული.

ჩვენ ყველა საერთაშორისო ფრონტზე ვაგრძელებთ იმ საქმიანობას, რასაც ჰქვია მტკიცებულებების შეგროვება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიწოდება.

დღითი დღე კიდევ უფრო ნათელი ხდება ის სპეცოპერაცია, რომელიც 26 ოქტომბერს ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ",  - განაცხადა ანა წითლიძემ.