მანანა კობახიძეს ეყო ინსტინქტი, თავი გადაერჩინა, იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მას ესმის იმათზე მეტად, ვინც დარჩა საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მძიმე იქნება ის პასუხისმგებლობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს დაეკისრებათ.

"მანანა კობახიძეს ეყო ინსტინქტი, თავი გადაერჩინა, იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მას ესმის იმათზე მეტად, ვინც დარჩა საკონსტიტუციო სასამართლოში, ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ვისაც ხელი უნდა შეაწმინდოს ბიძინა ივანიშვილმა.

მძიმე იქნება ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ დაეკისრებათ, საერთაშორისო სანქციების კუთხით და მათ შორის ქვეყნის შიგნითაც. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ მკაფიო არჩევანი სამშობლოს და კრემლის გადაწყვეტილებას შორის", - განაცხადა ანა წითლიძემ.