ჩაუტეხეს ხუთი ნეკნი, მოტეხილი აქვს ორივე მხარეს ყბის ძვლები. როგორც მეუბნებიან, თავის არეში აქვს ჰემატომა. წუხელ გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, მაგრამ იქ არ დატოვეს, კვლავ დააბრუნეს უკან ასეთი მძიმე ავადმყოფი. გოგას ვენები გადაუჭრია, - ამის შესახებ კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები - დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ ნინო აბრამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქურდები განაგებენ ციხეს.

"სცენარი დადგეს და ვატო ყიფიანი და სხვები ტყუილუბრალოდ, ვითომ დაიჭირეს. ხუთი ადამიანი: ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“, შოთა ყიფიანი, კაჭარავა და გოცირიძე შეუსახლეს საკანში, ჩაუტეხეს ხუთი ნეკნი, მოტეხილი აქვს ორივე მხარეს ყბის ძვლები. როგორც მეუბნებიან, თავის არეში აქვს ჰემატომა. წუხელ გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, მაგრამ იქ არ დატოვეს, კვლავ დააბრუნეს უკან ასეთი მძიმე ავადმყოფი. მთელი ღამე კვლავ ზეწოლის ქვეშ იყო. ეტყობა, აწამებდნენ. გოგას ვენები გადაუჭრია. მასზე არაფერი ვიცი. მამაომ ნახა დათო, მაგრამ გოგა არ უნახავს. ისიც გადასაყვანია იმიტომ, რომ ნაკერები არ ადევს.

იცოდეთ, რომ ქურდები განაგებენ ციხეს.

ხომ გვყავს ჩვენ უფლებადამცველი? სახალხო დამცველს იმხელა შენობა აუშენეს, რისთვის არის ეს საჭირო? სახალხო დამცველმა კარგად იცის მისი უფლებები, გუშინ რომ კამერაში შეიყვანეს და იქ შუქი არ აუნთეს კამერაში, ეგ როგორ იყო? საკანში არც შეიყვანეს, არ ვიცი მე საიდან შეახედეს, მაგრამ შუქი არ აანთეს, როგორ ვერ მოახერხა ეს, რომ შუქი აენთებინებინა? იმიტომ არ შეიყვანეს საკანში, რომ 5 კაცი ქურდები ეჯდა იქ კამერაში. თუ ციხის უფროსმა არ იცოდა, რომ 5 ქურდი ჩაუსვეს პირდაპირ კამერაში, ესეც პრობლემაა მისთვის. თუ ისიც არ იციოდა, რომ 16 რიცხვიდან დღემდე იქ მიდის წამება, ეს ისევე მისივე პასუხისმგებლობაა და მათი ზემდგომების", - განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.