პრობლემა არის ის, რომ საერთო შედეგზე ვერ გავდივართ და საერთო შედეგი კი არის საერთო ბრძოლის სტრატეგია, ამაში კი ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია უნდა დაიგეგმოს.

"პრობლემა არის ის, რომ საერთო შედეგზე ვერ გავდივართ და საერთო შედეგი კი არის საერთო ბრძოლის სტრატეგია, ამაში კი ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია უნდა დაიგეგმოს. აქ კი ოპოზიციურ ყველა პარტიას და სამოქალაქო აქტივისტებს ვგულისხმობ, ყველა იმ ადამიანს, ვინც რეჟიმთან ბრძოლაშია. ასევე, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ მოკლევადიან და გრძელვადიან ხედვაში ყველა ვართ ერთად და უნდა ვიცოდეთ, ვის რა პასუხისმგებლობის აღება შეგვიძლია და ვის როგორ შეუძლია ბრძოლის გაგრძელება. ეს არის, რეალურად, ის, რაც უნდა გააკეთოს ოპოზიციამ", - განაცხადა ანა წითლიძემ.