გაფართოება საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიციაა - უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია, ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა რწმენა რეალობად იქცეს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ ევროკავშირის გაფართოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გაწევრიანების პროცესი სამართლიანი, თანმიმდევრული და დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა დარჩეს.

"ჩემი მანდატის დასაწყისიდანვე გაფართოება სტრატეგიულ პრიორიტეტად ვაქციე. კანდიდატ ქვეყნებს რამდენჯერმე ვეწვიე და წარმატებული გაფართოების პროცესის ხელშეწყობისთვის მჭიდროდ ვთანამშრომლობ მათ ლიდერებთან და ინსტიტუტებთან.

დღევანდელ, გაურკვევლობით სავსე მსოფლიოში, გაფართოება ევროპას აძლიერებს. ის ევროპას უსაფრთხოსა და კონკურენტუნარიანს ხდის. გაწევრიანების პროცესი სამართლიანი, თანმიმდევრული და დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა დარჩეს. მტკიცედ მწამს, რომ უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს რწმენა რეალობად იქცეს“, - განაცხადა ანტონიო კოშტამ.