წინა ხაზზე ვხედავ დღეს ყველაზე აქტიურ ახალგაზრდა, ახალი თაობის ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში ჩაერთნენ, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

"წინა ხაზზე ვხედავ დღეს ყველაზე აქტიურ ახალგაზრდა, ახალი თაობის ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში ჩაერთნენ. მათ არ აქვთ მძიმე წარსული, აქვთ დიდი ენერგია და მათ გვერდზე უნდა იდგნენ გამოცდილი, ნდობაშერჩენილი ადამიანები.

ჩვენ არ გვინდა არც წარსულის ძალები, რომლებიც გამოცდილი არიან და ვნახეთ, როგორ იყვნენ ჩართული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაში და იმ ხალხთან ერთობა, ვხედავთ, რომ არ გამოდის", - განაცხადა ეკა ბესელიამ.