ერთიანობა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ყველას გათავისებული აქვს, რომ ეს ბრძოლა თანაბრად ყოფს ადამიანებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთიანობა შესაძლებელია ერთი იდეის გარშემო.

"რა თქმა უნდა, ერთიანობა შესაძლებელია ერთი იდეის გარშემო, საინფორმაციო ომის მოგების გარშემო, კონკრეტული გზავნილების გარშემო.

ეს ერთიანობა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ყველას გათავისებული აქვს, რომ ეს ბრძოლა თანაბრად ყოფს ადამიანებს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრებმა და ამ კოორდინაციებმა კონკრეტული შედეგი მოიტანოს და მხოლოდ ამის შემდეგ - შედეგის მიხედვით ვესაუბროთ ადამიანებს, ჩვენს ამომრჩევლებს და სხვებს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.