არ არის გამორიცხული, რომ თავად "ქართული ოცნება" შეეცადოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეარბილოს ურთიერთობები, მით უმეტეს, არჩევნების  წინ, თუმცა ამერიკული მხარე აღარ მოტყუვდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა უკვე თავის მართლება დაიწყეს, რომ თითქოს ამერიკას არ ადანაშაულებდნენ მეორე ფრონტის გახსნის სურვილში.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა დაიწყეს უკვე გარკვეულწილად თავის მართლება, რომ არასდროს არ უსაუბრიათ იმის შესახებ, თითქოს ამერიკის სურვილია, საქართველოში გახსნას მეორე ფრონტი და რომ არსებობს რაღაც "გლობალური ომის პარტია", ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ თავად "ქართული ოცნება" შეეცადოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეარბილოს ურთიერთობები, მით უმეტეს, არჩევნების  წინ, თუმცა, მეორე მხრივ, ამერიკული მხარე აღნიშნულზე აღარ მოტყუვდება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.