მთელი ამ რეჟიმის მმართველობის პროპაგანდა ისაა, რომ ტყუილში დაგაჯერონ და ტყუილი იყოს მთავარი ღერძი ასეთი ავტოკრატიების, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის ფონზე, პოლიტიკური დისკუსიის და თავისუფალი ჰორიზონტის შექმნა იქნება გამოსავალი.

"მთელი ამ რეჟიმის მმართველობის პროპაგანდა ისაა, რომ ტყუილში დაგაჯერონ და ტყუილი იყოს მთავარი ღერძი ასეთი ავტოკრატიების. მეორე - ადამიანებს გაუჩინონ შეგრძნება, რომ ვიღაცებს რომ იჭერენ, ეს ყველას შიშს გაუღვივებს. ამის ფონზე, მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური დისკუსიის და თავისუფალი ჰორიზონტის შექმნა, შემდეგ კი ამ ყველაფრის საზოგადოებისთვის დანახება შეცვლის ვითარებას და ადამიანებში გააჩენს იმედს, რწმენას, რომ შესაძლებელია რეჟიმების ჩამოშორება და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის, "ოცნების" პასუხისმგებლობითა და დანაშაულით გაწყდა სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. არ უნდა დავივიწყოთ ის საქმეები, რითაც ამ ე.წ. ხელისუფლებამ ქვეყანას საფრთხეები გაუჩინა და ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.