ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ისტორიის ეს ბნელი მხარე არასოდეს უნდა განმეორდეს.

“ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას. ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ ეს ამბები და უნდა ვიმოქმედოთ, რათა ისტორიის ეს ყველაზე ბნელი თავი აღარასდროს განმეორდეს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.