ორ განსხვავებულ სამყაროს ვხედავთ, ერთი, სადაც "ქართული ოცნება" ამბობს, რომ მოწინავე ქვეყანაა და მეორე - დანარჩენი მსოფლიო და მთელი სამყარო, სადაც პირდაპირ ეუბნებიან, რომ საქართველოში არის უმძიმესი მდგომარეობა, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აცდენა აქვს "ქართულ ოცნებას" იმ რეალობასთან, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის არის ნათელი. 

"ორ განსხვავებულ სამყაროს ვხედავთ, ერთი, სადაც "ქართული ოცნება" ამბობს, რომ მოწინავე ქვეყანაა და მეორე - დანარჩენი მსოფლიო და მთელი სამყარო, სადაც პირდაპირ ეუბნებიან, რომ საქართველოში არის უმძიმესი მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და რომ საქართველო იხევს უკან და რომ საქართველოში ვითარება დღითი დღე უარესდება.

აცდენა აქვს "ქართულ ოცნებას" იმ რეალობასთან, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის არის ნათელი. ყველას კარგად ესმის, რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში და როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები, ადამიანის თავისუფლება, შესაბამისად, "ქართული ოცნების" ძალისხმევას აზრი არ ექნება, ვინაიდან, სინამდვილე უკვე ყველასათვის ნათელია", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.