ქართული ოცნება უსინდისოდ, ურცხვად და დაუფარავად ცდილობს პატრიარქის პანაშვიდზე მისული საქართველოს მორწმუნე მოქალაქეების სურათები საკუთარი მომხრეების იდენტიფიცირებად წარმოაჩინოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე წერს.

"არც გლოვა იციან, არც პატრიარქს სცემენ პატივს, არც მორწმუნეებს აცლიან ლოცვას.

დგას ხალხი რიგში. სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ქალაქიდან და სხვადასხვა შეხედულებებით. როგორ ითვლის "ქართული ოცნების" ჩინოვნიკი, რომელიც არც რიგში დგას, არც ხალხს ელაპარაკება და ურცხვად მხოლოდ დაცვით, სპეციალური შესასვლელით შედის პანაშვიდზეც კი.

გარდაცვლილი პატრიარქით ასეთი უსირცხვილო მანიპულაციას ტროლ-ბოტებით მხოლოდ ივანიშვილი დადგამდა. იმის მაგივრად ხალხს და ქვეყანას გაერთიანების საშუალება მისცეს, გამეტებით ყოფს და პანაშვიდზეც ხალხს ითვლის.

მწუხარება მაინც აცადეთ ხალხს", - წერს დეკანოიძე.