21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. 

ეს დღე პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება. "ქართული გაზეთის" პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით 21 მარტს გამოიცა.

21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღე, 1993 წელს, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს.