ახლა არის დიქტატორების დასრულების  წელიწადი. ასადი, მადურო, ხამენეი, ივანიშვილი - ეს უნდა იყოს ჩვენი პროგრამა და ჩვენი გეგმა, -  ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით საქართველო დარჩა მთლიანად დაუცველი. 

"საქართველო დარჩა მთლიანად დაუცველი. საქართველოს ჰქონდა ძალიან კარგი უკრაინის საჰაერო დაცვის სისტემები. არცერთი რაკეტა 2012 წლის შემდეგ არ შესყიდულა ამ საგარეო დაცვის სისტემებში. საქართველოს ჰქონდა მყარი შეთანხმება აშშ-თან, რომლის მიხედვით საქართველოს უნდა მიეღო ფორდის ტიპის საჰაერო დაცვის სისტემები უკვე 2013 წელს და შემდეგ მოვიდა ივანიშვილი და ამ სისტემებზე უარი თქვა", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის კონსოლიდაციას მიესალმება.

მივესალმები, ყველა შემთხვევაში, ოპოზიციის კონსოლიდაციას. მიმაჩნია, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ახლა არის დიქტატორების დასრულების წელიწადი. შარშან დასრულდა ასადი, შემდეგ დასრულდა მადურო, ახლა დასრულდა ხამენეი და მისი შვილიც ძალიან მალე მიჰყვება. ასადი, მადურო, ხამენეი, ივანიშვილი - ეს უნდა იყოს ჩვენი პროგრამა და ჩვენი გეგმა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.