გარწმუნებთ,  ყველა ავტორიტარული რეჟიმი ამთავრებს ერთნაირად. ჩვენ კომუნისტების არ შეგვშინებია და როგორ შეიძლება, ამ სასაცილო რეჟიმმა შეგვაშინოს?!, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია პერმანენტული აქციები გაგრძელდეს.

"ასე იქცევიან ავტორიტარული რეჟიმები, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველა ავტორიტარული რეჟიმი ამთავრებს ერთნაირად. ჩვენ კომუნისტების არ შეგვშინებია და როგორ შეიძლება, ამ სასაცილო რეჟიმმა შეგვაშინოს?! 

ყველაზე უფრო მთავარია, რომ არ დავიღალოთ, არ გავტყდეთ და არ შევშინდეთ. ასევე, უნდა დავრჩეთ კომუნიკაციაში საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მათ ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ ცნონ და რაც ჩვენ უნდა ვაკეთოთ არის ეს - ხალხმრავალი აქციები. ეს შეიძლება არ იყოს ყოველდღე, მაგრამ აქციები აუცილებლად უნდა იყოს. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას და ასევე, ვხედავთ, რომ ხალხი გვემატება", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.