ღამე იქნება, დღე თუ დილა სულ ეს მოხდება - პროტესტი, დაუმორჩილებლობა, გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი პროტესტია, რომელიც გაგრძელდება, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული.

"ნაწილი მოვიდა, ზოგი გზაშია და ეს არ გაჩერდება, სანამ  მიზანი არ იქნება მიღწეული. პარლამენტი ვერ იქნება. ნებისმიერი პარლამენტი, ნებისმიერ ქვეყანაში ვერ იქნება ლეგიტიმური, სანამ მას არ აღიარებს ხალხი. მით უმეტეს, რომ ე.წ. პარლამენტი, რომლის შემადგენლობასაც აკლია პარლამენტარები. 

ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს, რომ ნორმალური ვითარება აღდგეს საკანონმდებლო ორგანოში და იყოს 150 დეპუტატი. საკონსტიტუციო რაოდენობა არ არის ე.წ. პარლამენტში, რომელსაც არავინ აღიარებს. 

სიყალბე ვერ დაკანონდება. ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩაინიშნება. გამოსავალი ამ უმძიმესი ვითარებიდან არის მოძრაობა ცვლილებებისთვის. ღამე იქნება, დღე თუ დილა სულ ეს მოხდება - პროტესტი, დაუმორჩილებლობა - გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს", - განაცხადა ნიკა მელიამ.