საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, სამი დეპუტატის შვილი ვერ მოხვდა უნივერსიტეტში, ხოლო საუკეთესო შედეგი ონის სოფელში გაზრდილმა მოწაფემ დადო, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამის შემდეგ განათლების სისტემა ბოლონიის პროცესს მიუერთდა.

"რეალურად, საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, სამი დეპუტატის შვილი ვერ მოხვდა უნივერსიტეტში, ხოლო საუკეთესო შედეგი ონის სოფელში გაზრდილმა მოწაფემ დადო. ეს იყო ნამდვილი ვარდების რევოლუცია. ამის შემდეგ ჩვენი განათლების სისტემა ბოლონიის პროცესს მიუერთდა. ეს თაობა ებრძვის დღეს საბჭოური ცეხავიკების, „გუჩებში" გამოწკეპილ, კოჭებგადმოყრილ შთამომავლობას.

ასეთი ცხადი სინათლე და სიბნელე, ცოდნა და უვიცობა არასდროს ყოფილა. შუა ნამდვილად გაკრეფილია და სიბნელე ნამდვილად დამარცხდება“, - წერს გიგი უგულავა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგანმანათლებლო პროცესებში ცვლილებებია დაგეგმილი.