სამოქალაქო აქტივისტი, უფლებადამცველი ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის 73 წლის მამას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ჩემი 73 წლის მამა მიცემეს! ვიცი ვინც ცემა და აქედანვე ვეუბნები, დედას მოვუ**ნავ!!!" - წერს სუბელიანი.
სამოქალაქო აქტივისტი, უფლებადამცველი ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის 73 წლის მამას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ჩემი 73 წლის მამა მიცემეს! ვიცი ვინც ცემა და აქედანვე ვეუბნები, დედას მოვუ**ნავ!!!" - წერს სუბელიანი.
1789476368
მისი კანდიდატურა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.დავით მამისეიშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ დადგენილება 2027 წლის 30 აპრილს ამოქმედდება.
1789476184
მისივე თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენთან წერილობით მიმართვა ელენე ხოშტარიას ინიციატივა იყო."მინდა, გაჩვენოთ წერილი, რომელიც მოგვივიდა ჩვენი წერილის საპასუხოდ. ქალბატონი ფონ დერ ლაიენის პასუხი მოვიდა გუშინ, რომლითაც ის გვიდასტურებს პატივისცემას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, მადლობას გვიხდის ამ წერილისთვის და პირობას გვაძლევს, რომ არცერთი მოლაპარაკება, რომელიც სირიის ინტერესებშია ევროკავშირის მხრიდან მათი დახმარების და სხვა ტიპის თვალსაზრისით, არ იქნება იმგვარად წარმართული, რომ არ იქნეს ნახსენები აფხაზეთის ე.წ. აღიარების საკითხის უკან წაღება. სირიას ძალიან სჭირდება ევროკავშირის დახმარება და ამიტომ, ამ ტიპის ზეწოლა ამ გადაწყვეტილების მიღების კუთხით, შეიძლება იყოს გადამწყვეტი.ეს ელენეს ხოშტარიას ინიციატივა იყო იმთავითვე და ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავეთ იმაზე, რომ ინიციატივა ყოფილიყო წარმატებული და ის შედეგი მოეტანა, რომელიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ მოიტანა, მაგრამ მთავარი შედეგი არის წინ - ეს აღიარება უკან უნდა წაიღოს სირიამ. ეს არ არის მარტივი იმიტომ, რომ ძალიან დიდია სირიაში ეთნიკურად აფხაზთა მოსახლეობა და საკმაოდ გავლენიანი ლობი აქვს სირიაში აფხაზებს, ამიტომ, სამუშაო ძალიან ბევრია. ჩვენ უნდა გავწიოთ ეს ჭაპანი და მთავარი წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნისა ამგვარ საკითხებში უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ხელისუფლებაში დემოკრატიული ოპოზიცია არ მოსულა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. “კოალიცია ცვლილებებისთვის” ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილობითი თხოვნით მიმართა, რომ სირიასთან მოლაპარაკებებისას ერთ-ერთი მთავარი თემა ყოფილიყო სირიის ყოფილი ხელისუფლების მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმება.
1789475210
ამ მასალაში განათლებისა და მეცნიერების კატეგორიაში 2024 წლის გამარჯვებულს, მარიამ მაღლაკელიძეს გაგაცნობთ. მარიამი წარმატებული არქიტექტორი, ლანდშაფტის დიზაინერი, მკვლევარი და კოლუმბიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პროფესორია.არქიტექტურა და კრიტიკული აზროვნებამარიამის აზრით, თანამედროვე არქიტექტურა ეკოლოგიურ, სოციალურ და ტექნოლოგიურ პროცესებს აერთიანებს. ამ რთული კავშირების დასანახად და გასააზრებლად კი განათლებაა ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. სტუდენტებთან ურთიერთობისას ცდილობს, მათ არა მხოლოდ მშრალი ცოდნა მიაწოდოს, არამედ კრიტიკულად ფიქრიც ასწავლოს:ჩემს პრაქტიკაში კვლევა ურთიერთკავშირების გამოვლენის, გააზრებისა და არქიტექტურულ ცოდნად გარდაქმნის მეთოდოლოგიური საფუძველია. ჩემთვის მთავარი ღირებულება კრიტიკული აზროვნებისა და მიდგომის ჩამოყალიბებაა - უნარი, რომ სტუდენტებმა გადაიაზრონ არსებული სისტემები და თანამედროვე გარემოსდაცვით გამოწვევებზე ახალი სივრცითი და მატერიალური პასუხები იპოვონ.საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნის გაზიარებამარიამის პროფესიული გზა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დაიწყო, ლისაბონისა და ესტონეთის უნივერსიტეტებში გაგრძელდა, შემდეგ კი კოლუმბიის უნივერსიტეტის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო განათლების მიღებით ახალ ეტაპზე გადავიდა. დღეს ცოდნას ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს უკვე თავად უზიარებს.Forbes 30 Under 30-ში გამარჯვება სწორედ ამ გამოცდილების, იდეებისა და განსხვავებული პერსპექტივების გაზიარების მნიშვნელოვანი სივრცეა. ასეთი პლატფორმები ახალგაზრდა პროფესიონალებს შორის აუცილებელ კავშირსა და დიალოგს აყალიბებს.ინდივიდუალური განვითარებიდან უკეთეს გარემომდემარიამისთვის განათლებაში ჩადებული რესურსი მხოლოდ პირად წარმატებას არ ემსახურება. ეს, პირველ რიგში, უკეთესი გარემოსა და საერთო კეთილდღეობის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯია:განათლების მხარდაჭერა მხოლოდ ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა არ არის. ის ქმნის გარემოს, სადაც ახალი ცოდნა, კრიტიკული აზროვნება და განსხვავებული პროფესიული ხედვები შეიძლება ჩამოყალიბდეს და განვითარდეს.მათ, ვისაც არქიტექტურისა და მეცნიერების მიმართულებით სურთ საკუთარი გზის პოვნა, მარიამი ურჩევს, რომ მუდმივად შეინარჩუნონ ცნობისმოყვარეობა. განათლება ამ სფეროში არ ნიშნავს მხოლოდ მზა პასუხების დაზეპირებას, ის ექსპერიმენტებსა და განსხვავებულ სფეროებთან დიალოგს მოითხოვს:მნიშვნელოვანია, არ ეძებოთ მხოლოდ მზა პასუხები, დასვათ ზუსტი კითხვები, გამოცადოთ საკუთარი იდეები და ჩამოაყალიბოთ დამოუკიდებელი კრიტიკული პოზიცია. ვფიქრობ, სწორედ ეს ქმნის საფუძველს საკუთარი პროფესიული მიმართულებისა და პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად.მარიამის მსგავსი პროფესიონალების აღმოჩენა და წახალისება საქართველოს ბანკისთვის მთავარი პრიორიტეტია. ახალი თაობის იდეების მხარდაჭერა ის საფუძველია, რომელიც რეალობას უკეთესობისკენ ცვლის, ამიტომ ბანკის მიზანია, ახალგაზრდებს მისცეს მოტივაცია, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.
1789471257
მისივე თქმით, ეს ახალი ნარატივი, რომ თურმე ქართველი ხალხი არის რუსოფობი, არის კრემლში მომზადებული."ის, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქვს აღიარებული რუსულ ხელისუფლებას და მთელი ომი გადაიტანა ქართველმა ხალხმა ამ წლების განმავლობაში, ის, რომ 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, დაიწყო ომი და შეიქმნა ეს ვითარება რაც დღეს გვაქვს, არ ყოფილა საქართველოს არჩევანი, ამიტომ ქართველ ხალხს ნუ სდებს კობახიძე ბრალს რუსოფობიაში ან ვინმეს სიძულვილში. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვის უნდა უმტროს და ვისთან უნდა გადაიქცეს მოყვრად. ეს ბრალდებები, რუსეთის კრემლიდან წამოსული, ეს ახალი ნარატივი, რომ თურმე ქართველი ხალხი არის რუსოფობი, არის კრემლში მომზადებული რუსული ნარატივი, რომელსაც სამწუხაროდ, უკვე წლების განმავლობაში კობახიძე ახმოვანებს ქართულ საზოგადოებაში. მოვუწოდებთ კობახიძეს და ივანიშვილის სხვა ლიდერებს, რომ თავი დაანებონ საქართველოს ეროვნული ინტერესების ხელყოფას, იმოქმედონ ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ნუ ახმოვანებენ პუტინის და რუსეთის ინტერესებსა და ნარატივებს საქართველოში", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2-ის" გადაცემაში განაცხადა, რომ როდესაც საუბარია რუსოფობიაზე, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური საკითხები - სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ცალკე საკითხია და მეორეა, საუბარი ერებს შორის ურთიერთობებზე.
1789469639
ფორუმის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია წარედგინა. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ამ მიზნის მისაღწევად, სხვა ინიციატივებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე სახაზინო ინფრასტრუქტურის დანერგვას, რაც ადგილობრივ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს, ბაზარს რისკის ჰეჯირების უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტები შესთავაზონ.ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ საკითხს ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი წარმოადგენდა, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება. საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში ,,თიბისი’’, „საქართველოს ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ტერაბანკი“ და „ბაზისბანკი“ სახაზინო ოპერაციებს განახორციელებენ Nasdaq Calypso-ს ბაზაზე, რომელიც ფარავს სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს. საზიარო სისტემა წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს აძლევს საშუალებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა GMAP-ის ფარგლებში დასახული ბაზრის განვითარების მიზნების მისაღწევად.საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და ოფიციალური პირები, მათ შორის ცენტრალური ბანკები, სახელმწიფო უწყებები, კომერციული ბანკები, საბაზრო ინფრასტრუქტურის პროვაიდერები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მონაწილეები.GMAP ფორუმის ჩატარება ყოველწლიურად იგეგმება. ამასთან, GMAP-ის პროგრამის მიზნების მხარდასაჭერად, წლის განმავლობაში სხვა ტიპის დამატებითი აქტივობებიცაა დაგეგმილი.
1789469542
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" დონალდ ტრამპის სახელს საჭიროებების მიხედვით იყენებს."პარადოქსულია, როდესაც ივანიშვილის მარიონეტები, რომლებიც ტრამპს "დიფ-სთეითის" მიერ მართულს და მის მორჩილებაში მყოფს უწოდებენ, ახლა ხარობენ, რომ ვიღაცამ რამდენიმე მილიონი გადაიხადა სწორედ იმავე პრეზიდენტ ტრამპის სახელის გამოყენებაში თბილისში არსებულ შენობა-ნაგებობაზე.რაც შეეხება თავად შენობა-ნაგებობას, ქალაქისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი და ძალიან მავნე გადაწყვეტილებაა იპოდრომის რეკრეაციული სივრცის განადგურება, თუნდაც იქ ტრამპ-თაუერი შენდებოდეს", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ."ტრამპ თაუერის" პრეზენტაცია თბილისში დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.
1789469258
ფორუმის ფარგლებში საზოგადოებას წარედგინა საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ამ მიზნის მისაღწევად, სხვა ინიციატივებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე სახაზინო ინფრასტრუქტურის დანერგვას, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომერციულ ბანკებს, ბაზარს რისკის ჰეჯირების უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტები შესთავაზონ.ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი იყო, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება. საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკი სახაზინო ოპერაციებსNasdaq Calypso-ს ბაზაზე განახორციელებს, რომელიც სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს ფარავს. საზიარო სისტემა პრაქტიკულ ინსტრუმენტია, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს აძლევს საშუალებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც GMAP-ის ფარგლებში დასახული ბაზრის განვითარების მიზნების მისაღწევად არის საჭირო.ფორუმი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა. ფორუმის მონაწილეების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ GFMTA-ის აღმასრულებელი მდივანი ლაშა ჯუღელი და Nasdaq-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ბრედ უილმოტი.საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და ოფიციალური პირები, მათ შორის ცენტრალური ბანკები, სახელმწიფო უწყებები, კომერციული ბანკები, საბაზრო ინფრასტრუქტურის პროვაიდერები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მონაწილეები, რომლებმაც საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) ფარგლებში მიღწეული პროგრესი და შემდგომში დაგეგმილი ნაბიჯები განიხილეს. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბაზრების განვითარების საერთაშორისო გამოცდილება, ქართული ბანკების სახაზინო ოპერაციების ტრანსფორმაცია, ლარში დენომინირებული დერივატივების ბაზრის სამართლებრივი საფუძვლები და პრაქტიკული მექანიზმები. ასევე, ობლიგაციების ბაზრის ლიკვიდობის ზრდის საკითხები.
1789465709
AD BLACK SEA-ის უცვლელი პარტნიორი უკვე ათი წელია თიბისია. ფესტივალის მხარდაჭერით, თიბისი წლებია ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ხედვების გასავითარებლად, პროფესიული გამოცდილების გასაზიარებლად და ადგილობრივი ინდუსტრიის საერთაშორისო შემოქმედებით საზოგადოებასთან დასაკავშირებლად.AD BLACK SEA 2026 კონკურსში თიბისის კამპანიებმა ჯამში 9 ჯილდო მიიღო:სანტა ემიგრანტია:Advertising Campaigns | PR Campaigns – ვერცხლიFilm | TV & Cinema – ბრინჯაოFilm Craft | Script – ბრინჯაოდაარქვი შენს მიზანს სახელი:Creative Strategy | Audience Insight – ვერცხლიCreative Strategy | Products / Services – ბრინჯაოვინ არის სანტა?Visual Craft | Photography – ვერცხლიDesign & Branding | Posters – ბრინჯაო100 დამალული ჩანაწერი | ინოლა გურგულიაDesign & Branding | Packaging – ბრინჯაოფესტივალის გრან-პრის მფლობელები სააგენტოები Playmakers და Windfor’s Tbilisi გახდნენ. კონკურსის 13 ძირითად კატეგორიაში წარმოდგენილი ნამუშევრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეულმა 30-ზე მეტმა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა.თიბისის მხარდაჭერის ნაწილია Young Creative-ის ნომინაციაც, რომელიც უკვე მეოთხედ გაიმართა და ახალგაზრდა ქართველ შემოქმედებს პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ძალების წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. წელს ამ კატეგორიაში გამარჯვება ანასტასია ბეჟიტაძემ კამპანიისთვის „Flags of Victory“ მოიპოვა.ფესტივალის წლევანდელი კონცეფციის მთავარი თემა იყო „ON THE EDGE“ - იქ სადაც ცვლილებები იწყება, გაურკვევლობა კი ახალი იდეებისა და ინოვაციების წყაროდ იქცევა და სწორედ ამ ზღვარზე იბადება ის, რაც გუშინ შეუძლებელი ჩანდა. ფესტივალის მთავარ სცენაზე მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები, მათ შორის დევიდ დროგა, სინდი გელოპი, ნატაშა ჯენი, იოჰანა იასკოვსკა და სხვა პროფესიონალები წარდგნენ.მე-10 საიუბილეო გამოშვებამ AD BLACK SEA-ის ათწლიანი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი შეაჯამა და კიდევ ერთხელ გამოკვეთა თიბისის გრძელვადიანი მხარდაჭერის როლი საქართველოს კრეატიული ეკოსისტემის განვითარებაში.
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ ომში წავიდა და რუსეთში მოხალისეთა ინტერნაციონალური დანაყოფი "გეორგიევსკი" ჩამოაყალიბა
1788801473
"გირჩის" წევრები ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებენ
1788789311
7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1788723432
"ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში რომ ამხელს კობახიძეს და მდინარაძეს, დასაიგნორირებელი ვერ იქნება"
1788281645
სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევს 6 სექტემბერს ეწვევიან
1788541909