ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ბესო დონაძე პარტია "ახალს" შეუერთდა.

"პარტიაში ერთადერთი ჩემი ნათესავი, ჩემი უსაყვარლესი რაჭის, ჩემი უსაყვარლესი თლუღის, ჩემი ბედნიერი ბავშვობის ნაწილი. გონიერი და მებრძოლი ბესიკ დონაძე. გამარჯობა, ახალო" - წერს გვარამია.

მანამდე, ბესო დონაძე "ევროპული საქართველოს" წევრი იყო. პარტია რამდენიმე დღის წინ გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა დატოვეს და ახალი პარტია - "ფედერალისტები" დააფუძნეს.