ახლად არჩეული პატრიარქის მეუფე შიო მესამის ინტრონიზაციას "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

სვეტიცხოველში იმყოფებიან პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.