კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან. გიდასტურებთ, დიახ, ასე იქნება, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულ გეგმებზე საუბარი რთული იქნება.

“სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია არის დღეს და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ემთხვევა, ჩვენი ეკლესიის დაფუძნება სწორედ მოციქულ ანდრიას უკავშირდება. ასე რომ, ბევრი რამ დღეს სასიხარულოა და ერთმანეთს ავსებს.

ადრე ვთქვი, რომ კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან. გიდასტურებთ, დიახ, ასე იქნება. ახლა ძალიან რთულია გეგმებზე საუბარი, როდის, რა იქნება“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს 142-ე პატრიარქის შიო მესამის ინტრონიზაცია მიმდინარეობს.