ბიძინას აქვს პარანოია, ეშინია, რომ ვიღაცამ შიგნიდან არ ამოაყირავოს, საგიჟეთი აქვს მოწყობილი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება ემყარება ერთგულ ადამიანებს და არა კომპეტენტურებს.

"ბიძინას აქვს პარანოია, ეშინია, რომ ვიღაცამ შიგნიდან არ ამოაყირავოს. არავის არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი ძალაუფლება, ამიტომ ვხედავთ ამ მუდმივ ცვლილებებს - ხან ოხანაშვილი გაუშვეს, ხან მდინარაძე დანიშნეს "ფეისბუკის" მაკონტროლებლად, მერე იქიდან მოხსნეს... საგიჟეთი აქვს მოწყობილი.

ზოგადად, მისი ძალაუფლება ემყარება ერთგულ ადამიანებს, კომპეტენციით არ გამოირჩევა არავინ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც რომ არა ივანიშვილი, არაფერი არ იქნებოდნენ, დაწყებული კობახიძით, დამთავრებული ყველა დანარჩენით, მათი მაქსიმუმი იქნებოდა რომელიღაც ენჯეოს თანამშრომლობა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ბახუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.