ნანუკას შემოერთება იქნება ახალი სიცოცხლის გახსნა "ნაციონალური მოძრაობისთვის", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ახალი ადამიანი, რომელიც დაემატება "ნაციონალურ მოძრაობას", ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" სიძლიერე.

"ნაციონალურ მოძრაობაში" 14 წლის განმავლობაში ყოველთვის იყო განახლება, ყოველთვის ემატებოდნენ ახალი კადრები და ეს მხოლოდ აძლიერებდა "ნაციონალურ მოძრაობას", ამიტომ, კიდევ ერთხელ, ნანუკას შემოერთება იქნება ახალი სიცოცხლის გახსნა "ნაციონალური მოძრაობისთვის". ნებისმიერი ახალი ადამიანი, რომელიც დაემატება "ნაციონალურ მოძრაობას", ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" სიძლიერე, შესაბამისად, იმ გამოწვევების, იმ სირთულეების ფონზე, რაც პარტიას ობიექტურად აქვს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გვიპირებს გაუქმებას, პარტიამ უნდა აჩვენოს თავის ამომრჩეველს, როგორ აგრძელებს ბრძოლას", - განაცხადა ანა წითლიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგეგმება რადიკალური ცვლილებები პარტიაში და შეთანხმდნენ, რომ პარტიის რეფორმებისთვის ნანუკა ჟორჟოლიანი შეუერთდებათ.