ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა. ხელისუფლება ავიწროებს და თავს ესხმის საკუთარ მოქალაქეებს, მათ იმედებსა და იდეალებს. ერთ-ერთი სწორედ ევროკავშირი გაწევრიანების ოცნებაა", - წერს ბრაჟე.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები ამ დრომდე არიან შეკრებილი. სპეცრაზმი პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის. დაკავებულია აქციის ათობით მონაწილე.