"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "პალიტრანიუსის" ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირებას მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი ვაშაძემ "ქართული ოცნება" სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით, მათ შორის უკრაინის ნაწილში გააკრიტიკა. ამან სტუდიაში მყოფი ირაკლი ზარქუას გაღიზიანება გამოიწვია და ოცნების დეპუტატი ვაშაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა. 

"ჩემს და შენს შორის კორუმპირებულის დედას შ***ი - გაგლახავ ახლა" - ასე მიმართა ზარქუამ ვაშაძეს.