28 ნოემბერს აქციაში მონაწილეობას ყველა ვაპირებთ და არა რაღაც ექსკლუზიურად კონკრეტული ჯგუფი. ჩვენ ნებისმიერ ჯგუფთან კოორდინაციისა და ლაპარაკისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველა პოლიტიკური და სამოქალაქო აქტორის აქციაა.

"28 ნოემბრის საპროტესტო აქცია არა მხოლოდ „ალიანსს” აერთიანებს, ეს ექსკლუზიურად რომელიმე ჯგუფის პოლიტიკური აქცია არ გახლავთ. ეს ყველა პოლიტიკური და სამოქალაქო აქტორის აქციაა, რომელიც 28 ნოემბრის შემდგომ წინააღმდეგობაშია ჩართული. ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები, ჩვენი უამრავი წევრი პატიმრობაშია და „ნაციონალური მოძრაობა” ბრძოლის წინა ხაზზეა. 28 ნოემბერს მონაწილეობას ყველა ვაპირებთ და არა რაღაც ექსკლუზიურად კონკრეტული ჯგუფი. ჩვენ ნებისმიერ ჯგუფთან კოორდინაციისა და ლაპარაკისთვის მზად ვართ”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ოპოზიციური პარტიები 28 ნოემბერს საპროტესტო აქციას აანონსებენ.