პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ დიდი ხნის წინ, მას დეკანოზი ჯაღმაიძე ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორებით დაემუქრა.

როგორც გამზარდიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, სასულიერო პირმა პირდაპირ დაურეკა და პასუხი მოსთხოვა სტატიაზე, რომელიც მის შესახებ დაწერა.

"დეკანოზი ჯაღმაიძე, რომელსაც მე მამა ანდრიას ვერასოდეს ვუწოდებ, მას შემდეგ, რაც დიდი ხნის წინ, ოჯახის წევრების ანგარიშსწორებით დამემუქრა ტელეფონზე. დამირეკა და ისე. მე სტატია დავწერე, გარკვეულ საკითხებზე, რომელიც უკავშირდებოდა მას და მოსაყდრეს, მათ შორის, არც ისე კანონიერი ფაქტორების შესახებ. ამაზე დამიბარეს, მეუფე შიოსთან, მე ვთქვი, რომ მეუფე შიოსთან არაფერი სალაპარაკო არ მქონდა, ერთმანეთში არკვიეთ და ჩემგან ასე იოლად ვერ მოხვალთ, რომ არა ადამიანები, რომლებიც მჯერა, რომ მფარველობენ, მათ შორის ეპისკოპატში, შესაძლოა, სხვანაირ მოცემულობაში აღმოვჩენილიყავი. დამემუქრნენ, შენ რაებს ლაპარაკობ, არ დაგავიწყდეს, რომ ოჯახი და შვილები გყავსო", - განაცხადა გამზარდიამ.