ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა. 

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 53.93% მიიღო - მანდატების რაოდენობა 89, "კოალიცია ცვლილებისთვის“ 11.03% -  მანდატების რაოდენობა 19. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ 10.17% - მანდატების რაოდენობა 16. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ 8.81% - მანდატების რაოდენობა 14,  "გახარია საქართველოსთვის“ 7.78 % - მანდატების რაოდენობა 12.

სხდომამ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. სხდომის დროს კომისიის წევრმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა, რის გამოც სხდომა რამდენიმე ხნით შეწყვეტილი იყო.