საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ მოითხოვს.

საელჩო გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი სასჯელი „არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია“.

„დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილ ქართველ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა. მისთვის შეფარდებული სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, - აღნიშნული განცხადებაში.