"დიდი სიამოვნებით დაველოდები ერთი, რა სანქციას დამადებენ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ სენატორების წერილის პასუხად განაცხადა.

"მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება კანონის ინიციირებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომ დაასანქცირებენ ადამიანს, დიდი სიამოვნებით დაველოდები ერთი, რა სანქციას დამადებენ ამასთან დაკავშირებით აი, დიდი სიამოვნებით, რომ მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იყოს, რომ კანონმდებელს კანონის ინიციირებისთვის დაასანქცირებენ", - აცხადებს მდინარაძე. 

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიული ჯგუფი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსულ კანონთან დაკავშირებით და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, ისინი იძულებული იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.