დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კრემლი აქტიურად ეძებს მარიონეტებს მესამე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

"როდესაც რუსეთის საომარი მდგომარეობა უარესდება, კრემლი უფრო აქტიურად ეძებს მარიონეტებს მესამე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, რომლებიც მის ომსა და პროპაგანდისტულ ოპერაციებს დაეხმარებიან.

ქართველი პოლიტიკოსი და მედიამაგნატი ლევან ვასაძე მიზანშია ამოღებული თავისი პლატფორმების პრორუსული დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენებისთვის. ბიზნესმენი, ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ფართო კავშირები აქვს რუსეთთან და „ქართული ოცნების” უმაღლეს დონეებთან, ასევე სანქცირებულია”, - აღნიშნულია განცხადებაში.