ძალიან მიზანმიმართულად გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ევროპული სანქციებიც ამოქმედდეს ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელში ვიზიტისას საუბარი შეეხება ასევე საპარლამენტო არჩევნების საკითხსაც.

"ვისაუბრებთ ისევ და ისევ იმ გამოსავალზე, რომელიც აერთიანებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს - ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები.

ძალიან მიზანმიმართულად გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ევროპული სანქციებიც ამოქმედდეს ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, მოძალადეებზე, გამტაცებლებზე და მათ შორის, ოჯახის წევრებზე იმისთვის, რომ მათ თავი მარტივად ვერ აარიდონ  სანქციებს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ბრიუსელში გაემგზავრნენ.