ეჰ, შალვა, შალვა შე უბადრუკო, მართლა ერთადერთი ფუნქცია გაქვს - ჭორაობა, - ასე პასუხობს პოლიტიკოსი გივი თარგამაძე შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ “სუსში გამოკითხვაზე დაბარებული ადამიანები "მოღალატე ჭორიკანები“ არიან, რომლებიც იქ გონორით შედიან და იქიდან სახეშეცვლილები გამოდიან".

როგორც თარგამაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “უბადრუკი შალვა თავის თავზე ლაპარაკობდა, რადგან მაგაზე უფრო ჭორიკანა და მე-5 კოლონა, არ არსებობს".

"ეჰ, შალვა, შალვა, შე უბადრუკო, უბადრუკი შალვა ხო თავის თავზე ლაპარაკობდა, მაგაზე უფრო მე-5 კოლონა, მაგაზე უფრო ჭორიკანა, მართლა ერთადერთი ფუნქცია აქვს - ჭორაობა, ჩაუდებენ დილით კასეტას და ავტომოპასუხის რეჟიმში ჭორაობს მთელი დღე. შალვას მინდა ვუთხრა - ნახა ხომ დღევანდელი ეუთოს ამბავი? თუ ჰგონია, რომ იმდენად უბადრუკია, მაგას არავინ მოიკითხავს, ძალიან ცდება, მისდა სამწუხაროდ, აი, იქ შესვლა - გამოსვლაზე, ვინ რა სახით შედის და ვინ გამოდის, ან თუ გამოდის საერთოდ, მაგას ჯერ კიდევ ვნახავთ", - განაცხადა თარგამაძემ.