ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყოველთვის აქვთ სწორი და რეალისტური პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი რეპრესიული პოლიტიკით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოზიციონირება ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ერთ სინქრონში გაგრძელდეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი რეზოლუციები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პროპორციები თანაბარი იყოს - ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ბრძოლის და ეს იყოს ერთ-ერთი ყველაზე სინქრონული გაგრძელება ჩვენი იმ ძალიან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის, რომელშიც ქართული საზოგადოებაა ძალიან დიდი ხანი.

ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყოველთვის აქვთ სწორი და რეალისტური პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი რეპრესიული პოლიტიკით, ქართველი ხალხის უგულებელყოფით და რუსული, ირანული და ჩინური გავლენების გაძლიერებით", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.