4 დღეში გექნებათ შესაძლებლობა, წახვიდეთ და აირჩიოთ მომავალი მთავრობა. არჩევნები არის დემოკრატიის ზეიმი, ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, კვირას, თბილისში დაინახა უამრავი ევროკავშირის დროშა და მისთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, ეს იყო სიამაყის და სიხარულის დღე.

"4 დღეში გექნებათ შესაძლებლობა, წახვიდეთ და აირჩიოთ მომავალი მთავრობა. არჩევნები არის დემოკრატიის ზეიმი, ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, მიდით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებს.

კვირას, თბილისში ვნახე უამრავი ევროკავშირის დროშა. ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, ეს იყო სიამაყის და სიხარულის დღე, უამრავი ახალგაზრდა იყო, თქვენი შვილები. ისინი იმსახურებენ უკეთეს მომავალს", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.