ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გამო, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველოსთვის, როგორც ნატოს ასპირანტისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – წერს ხავიერ კოლომინა.