მთელი პოლიტიკა, რომელსაც ივანიშვილი საქართველოს შიგნით წარმართავს, ემსახურება ძალიან კონკრეტულ ამოცანას, მოსკოვის მიზანს, რომ საქართველო ვერ გახდეს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გეოპოლიტიკური ამოცანები პირდაპირ გამოიკვეთა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში კი ფარდა 2024 წელს აეხადა. 

"რაც ამ ქვეყანაში ხდება, არ არის შიდა პოლიტიკური საკითხი, არამედ 100%-ით გეოპოლიტიკური საკითხია იმიტომ, რომ მთელი პოლიტიკა, რომელსაც ივანიშვილი საქართველოს შიგნით წარმართავს, ემსახურება ძალიან კონკრეტულ ამოცანას, მოსკოვის მიზანს, რომ საქართველო ვერ გახდეს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, საქართველო ვერ გახდეს ევროკავშირის ეკონომიკური ბლოკის ნაწილი და ევროატლანტიკური უსაფრთხოების კავშირის ნაწილი. ეს არის ამოცანა, ეს არის დავალება რუსეთისგან, რომლითაც საქართველოში მოსულია ბიძინა ივანიშვილი და ეს არის დავალება, რომელსაც "ქართული ოცნება" ემსახურება. ეს გეოპოლიტიკური ამოცანები კი პირდაპირ გამოიკვეთა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში კი ფარდა 2024 წელს აეხადა.

ჩვენ ვაკვირდებით ავტორიტარიზმს და იმ მიმართულებას, რომელიც ფეხს იკიდებს არა მხოლოდ გარდამავალ დემოკრატიებში, არამედ შემდგარ დემოკრატიებშიც, სადაც შესაძლოა, უკუსვლა ვიხილოთ. 

ეს რეჟიმი ერთი ერთში აკეთებს იმას, რასაც საბჭოთა კავშირი აკეთებდა და რასაც რუსული იმპერიული მეთოდები მოიცავდა. არც ორიგინალურები არიან და არც მალავენ ამას, მათ შორის, ამ ყველაფერს ახმოვანებენ იმ პროპაგანდისტული არხების მეშვეობით, რომლებსაც ისინი პატრონობენ", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.