საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ახალგორიდან 25 კილომეტრში, სოფელ მუჯუხთან დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 20:40 საათზე დაფიქსირდა.