ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კიდევ 19 ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესდათ.

მისივე თქმით, ესტონეთი, ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიებისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას.

"ეს პირები პირდაპირ, ან ირიბად არიან პასუხისმგებელი მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობა, პოლიტიზებული სასამართლო პროცესები და მომიტინგეებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ არაპროპორციული სასჯელები -  ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ღირებულებებსა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პირობებს. ესტონეთი, ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიებისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას", - განაცხადა მარგუს  ცაჰკნამ.

სანქცირებულთა სიაში არიან იუსტიციის მინისტრი, გენერალური პროკურორი, პარლამენტის წევრები, პროკურორები და მოსამართლეები.

სანქცირებულთა სიაში არიან:

გალუსტაშვილი ნინო
გვარაკიძე გიორგი
გუდაშაური ალუდა
ინჯია ილია
ქადაგიშვილი ირაკლი
ხუბეჯაშვილი ანი
ლაშხი მარიამ
მაჭარაშვილი გურამ
მეშველიანი მარი
მეტრეველი, ვიქტორ
ნაჭყებია ჯვებე
სახელაშვილი ნინო
სალია პაატა
შარმანაშვილი თენგიზ
შვანგირაძე ირაკლი
სუბარი სოზარ
ტაბატაძე ალექსანდრე
თამაზაშვილი სულხან
ტატიაშვილი ნათია

ჯამში, ესტონეთმა სანქციები 102 ქართველ ოფიციალურ პირს დაუწესა.