ფასებზე მანიპულირებენ იმისდა მიხედვით, თუ რა პოლიტიკური დაკვეთა აქვთ ხელისუფლებისაგან, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის მეთოდებით აღწერენ ფასებს.

"მთელი ერთი მეათედით რომ რომელიღაც კატეგორიის სურსათზე ფასებმა დაიკლო და თანაც ეს ამ ფასების კომისიის გამართლებისთვის კეთდება, ამას ყველა ხვდება, მით უმეტეს, საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის მეთოდებით აღწერენ ფასებს. 

ნებისმიერი მანიპულაციის ჩატარება შეუძლიათ, ვინაიდან ვერასდროს ამას ვერ გადაამოწმებ, მაგრამ ხანდახან ისეთი სისულელე მოსდით, რომ თავში ხელებს ირტყამენ.

ფასებზე მანიპულირებენ იმისდა მიხედვით, თუ რა პოლიტიკური დაკვეთა აქვთ ხელისუფლებისაგან", - განაცხადა რომან გოცირიძემ.