ივანიშვილი ცდილობს, რომ დისტანცირდეს ამ უმძიმეს პროცესზე, მასთან აფილირებული ყველა პაიკი გაიყვანოს დაფიდან და მთელი პასუხისმგებლობა და ტვირთი აკიდოს კობახიძეს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის აზრით, წაუგებელ თამაშს თამაშობს.

"ამ ეტაპზე ტაქტიკური მონახაზი ასეთია - ივანიშვილი ცდილობს, რომ დისტანცირდეს ამ უმძიმეს პროცესზე, მასთან აფილირებული ყველა პაიკი გაიყვანოს დაფიდან და მთელი პასუხისმგებლობა და ტვირთი აკიდოს კობახიძეს. ბიძინას ჰგონია, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობს. ბიძინას გარეშე სისტემა არ არსებობს და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ თვითონ რამეს წარმოადგენს. ეს არის სქემა. მე ადრეც ვთქვი, რომ პოლიტიკური ლოგიკით გომელაური რაღაც ეტაპზე უნდა გადადგეს და ასეც მოხდა იმიტომ, რომ მეყსეულად მისი გადადგომა ტურბულენტობასთან იქნებოდა დაკავშირებული და სქემა მთლიანად გაიშიფრებოდა, ამიტომ გარკვეული სქემა გაკეთდა მას შემდეგ, რაც სუსის და კიდევ სხვა ხელმძღვანელები გადადგნენ და ახლა გომელაურიც წავიდა თავის შვილიშვილებთან, მაგრამ გომელაურს სულ სხვა მიზეზი აქვს, შვილიშვილის გამო არ გაუკეთებია ეს. სინამდვილეში, აქ საქმე სხვა ისტორიასთან გვაქვს, რასაც ჰქვია კობახიძისთვის ყველაფრის აკიდება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დღეს დატოვა. ახალი შს მინისტრი გელა გელაძე იქნება.