დღეს ნებისმიერი ბავშვისთვის გასაგები და მისაღებია, რომ ესენი არიან რუსები, ესენი არიან ჩამორჩენილი ტლუები, რომლებიც საქართველოს მიაქანებენ წარსულში - რუსეთში, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში კრიზისია.

"დღეს ნებისმიერი ბავშვისთვის გასაგები და მისაღებია, რომ ესენი არიან რუსები, ესენი არიან ჩამორჩენილი ტლუები, რომლებიც საქართველოს მიაქანებენ წარსულში - რუსეთში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოებრივი კრიზისია და სახელმწიფოებრივი კრიზისის დროს უნდა იცოდე, ვინ არის მტერი, ვინ არის ზომბი. ადამიანებმა ხელის ჩაჭიდება უნდა ვიცოდეთ ერთმანეთთან, როცა ზომბებს ებრძვი, რაც არ უნდა რთული იყოს. ჩემთვისაც რთულია, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობა, მით უმეტეს, მას 29-მდე საშუალება ჰქონდა სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური შეცდომა გამოესწორებინა, იმიტომ, რომ არ შეიძლება რუსეთს ებრძოდე და ყოფილ პრეზიდენტს რუსეთს უტოვებდე. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი თემებია, მაგრამ უნდა გადავწიოთ უკან", - განაცხადა გიგი უგულავამ.