იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ქვეყანა, საჭირო არის ერთობა. ჩვენ, პროდასავლურმა ძალებმა უნდა შევძლოთ ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი რჩება ქართველი ხალხის გვერდით, მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის.

"ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის ხალხის მხარდაჭერა, მათ შორის კანდიდატის სტატუსის შენარჩუნება, უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება, თუმცა ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" მიეცეს შესაძლებლობა, იყოს ხელისუფალი, რომელიც საკუთარ ხალხს წამლავს და ადამიანის უფლებებს ლახავს.

ევროკავშირი რჩება ქართველი ხალხის გვერდით, მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის და საქართველოს თემა მნიშვნელოვანია არა მარტო ქართველებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. საუბარია, მათ შორის ზეწოლის მექანიზმებზე, ვაიმარის სამკუთხედის ჩართულობაზე ამ პროცესში.

იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ქვეყანა, საჭირო არის ერთობა. ჩვენ, პროდასავლურმა ძალებმა უნდა შევძლოთ ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.