საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხების ადამიანის უფლებებთან შეუსაბამობა უკვე ევროპულ სასამართლოს არაერთ საქმეში აქვს დადგენილი, -  ამის შესახებ "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის პარალელურად, გაზრდილია პატიმართა რიცხვიც, რომელიც სტანდარტთან შეუსაბამოა.

"2025 წლის შემდგომ საქართველოში 35%-ით არის გაზრდილი პატიმრების რაოდენობა. სამ ციხეში იმაზე მეტი პატიმარი ზის, ვიდრე ეს ლიმიტებით არის დადგენილი. საქართველო იმ ქვეყნების კატეგორიაშია, სადაც ყველაზე ცოტა არის შეფარდება პატიმარსა და ციხის თანამშრომელს შორის.

რაც შეეხება კანონებს, ქვეყანაში ბოლო დროს მიღებული კანონები არის არაკონსტიტუციური, ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო და ის სპობს ქვეყანაში გაერთიანების თავისუფლებას. ამაზე ჩვენ ვენეციის კომისიამ პირდაპირ გვითხრა, რომ ზედმეტი დიპლომატიური, ან სამართლებრივი რევერანსების გარეშე უკვე არსებული კანონები უნდა გაუქმდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ უარესდება დღითი დღე ეს კანონები, იზღუდება შესაძლებლობები გამოხატვის თავისუფლების კუთხით და უფრო მეტად გადადის ქვეყანა არადემოკრატიულ მდგომარეობაში.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხების ადამიანის უფლებებთან შეუსაბამობა უკვე ევროპულ სასამართლოს არაერთ საქმეში აქვს დადგენილი", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.