ერთად დგომა არჩევანი არ არის, ეს გამარჯვების გზაა და ამ ბრძოლას ერთად მოვიგებთ, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა უსამართლოდ დევნილი უნდა გათავისუფლდეს, უპირველესად, აქციებზე დაკავებული სტუდენტები.

"ეს უსამართლობა მხოლოდ ერთ ადამიანს არ ეხება. რეჟიმი მაშინ იმარჯვებს, როცა გვყოფს. რეჟიმი მაშინაა ძლიერი, როცა ერთმანეთს ვებრძვით. მათი სტრატეგიაა გათიშვა და დაპირისპირება, ჩვენი პასუხი უნდა იყოს ერთიანობა. ყველა უსამართლოდ დევნილი უნდა გათავისუფლდეს, უპირველესად, აქციებზე დაკავებული სტუდენტები, ექიმები, ჟურნალისტები და ყველა პატრიოტი, ვინც საქართველოსთვის იბრძვის. ერთად დგომა არჩევანი არ არის, ეს გამარჯვების გზაა და ამ ბრძოლას ერთად მოვიგებთ",  - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.