ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია დაკარგა მაშინ, როცა არჩევნები გააყალბა. 28 ნოემბრის შემდეგ მან უბრალოდ ნიღაბი ჩამოიხსნა, - ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბ ჟვანია ამ პროცესებში აუცილებლად აქტიურად იქნებოდა ჩართული და ის, რომ ქვეყანა ევროპულ გზას დაადგა მისი დიდი დამსახურებაა.

"ზურა ამ პროცესებში იქნებოდა ჩართული. ზურას დიდი დამსახურება იყო, რომ ქვეყანა დაადგა ევროპულ გზას. სამწუხაროდ, ამჟამინდელმა დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ხელისუფლება  სხვა გზით წაიყვანოს, ცდილობს, სხვა ტიპის რეჟიმი შექმნას ქვეყანაში, ბელორუსიის და რუსეთის მსგავსი. ამან გამოიწვია ის, რაც გამოიწვია. ყველანი ვხედავთ საზოგადოების რეაქციას, განწყობას და მე პირადად, ეს მაიმედებს, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ყველაფერი კარგად იქნება.

ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია დაკარგა მაშინ, როცა არჩევნები გააყალბა, ხოლო 28 ნოემბრის შემდეგ მან უბრალოდ ნიღაბი ჩამოიხსნა და დაგვანახა, თავისი რეალური სახე", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ  საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.