თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დღეიდან შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ „საახალწლო სოფელს“, სადაც მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ.

დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარედ არსებულ „საახალწლო სოფელში“ მოწყობილია: ⁠სამეწარმეო და ⁠გასტრონომიული მარკეტები, გამოფენა-გაყიდვა „თბილისის საშობაო ბაზარი“, საბავშვო თემატური სივრცეები, ⁠⁠სანტას სახლი და სახელოსნო, ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები.

რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე „საახალწლო სოფელში“ მისულ სტუმრებს დახვდებათ: ⁠გასტრონომიული მარკეტი, „თბილისის საშობაო ბაზარი“, საახალწლო მატარებელი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები, ⁠⁠ტკბილეულის ფესტივალი.

"საახალწლო სოფელში“ ყოველდღიურად გაიმართება: ⁠ზღაპრის გმირების მსვლელობა,

საბავშვო კონცერტები, საღამოს კონცერტები, ⁠⁠ღია კინოთეატრი, ⁠⁠თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები და ⁠⁠საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.