"ქართული ოცნების" ბოლო გამოგონება - თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია მიანიჭა, სიმართლეს ვერ დამალავს, - ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.

"ტყუილი იზრდება იქამდე, სანამ მათ, ვინც ის მოიგონა, ბოლომდე არ გადაყლაპავს. "ქართული ოცნების" ბოლო გამოგონება - თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია მიანიჭა, სიმართლეს ვერ დამალავს: ამომრჩევლების დაშინებას, ძალადობასა და სისტემურ მანიპულაციას.

ეს არ არის დემოკრატია, ეს კონსტიტუციური გადატრიალებაა. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს ქართველი ხალხის გვერდით დგომა და მოითხოვოს ახალი არჩევნები, რათა აღდგეს საქართველოს გზა თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ. ქართველი ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ ხმად პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რჩება.

ძველი საბჭოური ჩვევები ძნელად კვდება, თუმცა სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. ყოველთვის", - წერს რიჰარდს კოლსი.