გუშინდელი მცდელობა, რომ რაღაც აეხსნა, იყო სავსე პარანოიის, შიშების, აფერისტობის და გაბოროტების ნარევი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი ვერაფერს  ვერ გაბედავს და ვერაფერს ვერ გააკეთებს, რაც არ უნდა ფეხები აბაკუნოს.

"გუშინდელი მცდელობა, რომ რაღაც აეხსნა, იყო სავსე პარანოიის, შიშების, აფერისტობის და გაბოროტების ნარევი. გაბოროტება გამოავლინა მაშინ, როდესაც გახარიაზე ნაპერწკლების ყრა დაიწყო. ჩვენი ყანაა ეს ქვეყანაო, ჩვენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონო. ეს იყო გულწრფელობის ეპიზოდი მის ინტერვიუში. ამერიკის ელჩმა ერთ ადგილზე რომ გააგზავნა ესეც აღიარა, უთხრა, რომ არჩევნების შემდეგ დაგელაპარაკები, მანამდე შენთან დავამთავრეთ ლაპარაკიო. ის ცდილობს, რომ ახლაც საზოგადოების აზრის მანიპულაციაზე, ფსევდორელიგიურობაზე, ტრადიციების ვითომ დაცვაზე და კაცების მოწველაზე ილაპარაკოს. ვერაფერს  ვერ გაბედავს და ვერაფერს ვერ გააკეთებს, რაც არ უნდა ფეხები აბაკუნოს",  - განაცხადა გია ხუხაშვილმა.