სავიზო რეჟიმის შეჩერება მოითხოვს ხმების უმრავლესობას და გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ განვითარების მიხედვით, რომელსაც ადგილი ექნება საქართველოში, -  ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრები 18 ნოემბერს განიხილავენ საქართველოს სიტუაციას.

"ჩვენ ვაგრძელებთ დაკვირვებას. ეუთო არის ძირითადი ორგანიზაცია, რომელიც აფასებს არჩევნებს საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით. მათ მიუთითეს უმნიშვნელოვანეს დარღვევებზე, რომლებიც არღვევს საერთაშორისო სტანდარტს. ჩვენ მოვუწოდეთ ცესკოს, რომ ძალიან მალე გამოიძიონ ეს დარღვევები და ჩვენ ასევე, მივაქციეთ ყურადღება პროკურატურას. საგარეო საქმეთა მინისტრები 18 ნოემბერს განიხილავენ სიტუაციას საქართველოში.

არსებობს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების გზები, რაც შეეხება, სანქციებს, მე ბევრჯერ მაქვს ახსნილი, რომ სანქციების მიღება ევროკავშირში მოითხოვს ერთსულოვნებას. სავიზო რეჟიმის შეჩერება მოითხოვს ხმების უმრავლესობას და გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ განვითარების მიხედვით, რომელსაც ადგილი ექნება საქართველოში“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.